გრიგოლეთში სომეხი ქალი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს

გრიგოლეთში სომეხი ქალი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინესსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა გრიგოლეთში სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს.

33 წლის ქალი მაშველებმა ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნიუპოსტი