„დახარვეზებული 5 ათასი ავტომობილი განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მივიდა და გზებზე ისევ დადის“

„დახარვეზებული 5 ათასი ავტომობილი განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მივიდა და გზებზე ისევ დადის“„7 თვის განმავლობაში 54 ათასმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა ინსპექტირება“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.

„ამ 54 ათასიდან პირველად ინსპექტირებაზე 40 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული, ხოლო 14 ათასი გაუმართავი იყო. ანუ ყოველი მე-4 ავტომობილი ინსპექტირებას ვერ გადის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ პირველ ეტაპზე დახარვეზებული 14 ათასიდან მხოლოდ 9 ათასმა მიაკითხა ცენტრებს განმეორებით ინსპექტირებაზე. 5 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება კი განმეორებით ინსპექტირებაზე არ მისულა, რაც ნიშნავს რომ ისინი დადიან გზაზე. პატრული კი ვერ წვდება იმას, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება გააჩეროს და გადაამოწმოს. ამიტომ ადმინისტრირების კუთხით გაცილებით ეფექტური მექანიზმებია მოსაფიქრებელი, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ,“- აღნიშნა იორდანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.

ბიპიენი