დევი ონიანმა უცხო ენაშიც მაქსიმალური შეფასება მიიღო

დევი ონიანმა უცხო ენაშიც მაქსიმალური შეფასება მიიღო2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

mshoblebi.ge დაინტერესდა, თუ ვინ გახდა უმაღლესი ქულის მფლობელი. აღმოჩნდა, რომ დევი ონიანმა, რომელმაც ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულა მიიღო, ინგლისურიც უმაღლესი შედეგით ჩააბარა. მან მაქსიმალური 90 ქულა მიიღო.

ასეთი განსაცვიფრებელი შედეგების შემდეგ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვა, დადიოდა თუ არა წლის წარმატებული და გამორჩეული აბიტურიენტი კერძო მასწავლებლებთან.

როგორც დევის დედამ, ლალი ბუხრაშვილმა გვიპასუხა მისი შვილს არ უვლია კერძო მასწავლებლებთან. უბრალოდ, პირველი კლასიდან ერთ-ერთ წარმატებულ კერძო სკოლა-ლიცეუმში დადიოდა და მის განათლებას საფუძველი სწორედ იქ ჩაეყარა. მეოთხე კლასიდან კი გადავიდა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში.

– თავიდანვე ბეჯითი მოსწავლე იყო? არ სჭირდებოდა მითითება სწავლაზე?
– პირველივე კლასიდან ბეჯითი მოსწავლე იყო, თავისით მეცადინეობდა, არ სჭირდებოდა მითითებები და “იმეცადინეს” შეხსენება.

შეგახსენებთ, რომ შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 93 333. რისი საფასურიც 50 თეთრია.

წელს ეროვნულ გამოცდებზე 38.000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.