დონეცკში ზახარჩენკო მოკლეს

დონეცკში ზახარჩენკო მოკლესდონეცკში მომხდარი აფეთქების შედეგად დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ მეთაური ალექსანდრ ზახარჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია დონეცკის დე ფაქტო ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით იუწყება.
42 წლის ზახარჩენკო სასიკვდილოდ კაფე „სეპარში“ დაიჭრა, რომელიც მის რეზიდენციასთან ახლოს მდებარეობს.

აფეტქების შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა. მათ შორისაა ე.წ. რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ ტიმოფეევი.

ზახარჩენკო დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ მინისტრთა საბჭოს სათავესი 2014 წლის აგვისტოში ჩაუდგა. იმავე წელს მან გაიმარჯვა სახელმწიფოს მეთაურის ე.წ არჩევნებში და ამ დრომდე ამ დე ფაქტო პოსტს იკავებდა.

თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ ხმელნიცკის ქუჩაზე დააკავეს უკრაინელი დივერსანტები, რომლებსაც ზახარჩენკოს მოკვლას აბრალებენ.