დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება

დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდებადღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოცდების საბოლოო შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

დღესვე აღნიშნულ თემაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გააკეთებს განცხადებას.