ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს

ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარესგაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. კილაძის დაბარება სტრასბურგში დაგეგმილ და შემდგომ ჩაშლილ ვიზიტს უკავშირდება.

„უნდა მივიტანო ის მასალები, რომელიც გაგზავნილი მაქვს როგორც გერმანიაში, ასევე ამერიკაში. გამოძიება თუ დაიწყება ად ის ობიექტურად ჩატარდება, უნდა გასცეს მთავარ კითხვაზე პასუხი- რატომ გადაწყვიტა სუს-მა საკუთარი მოქალაქეების ტერორიზმით ბრალდებით უცხო ქვეყანაში დაკავება?- განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძე, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში 5 აგვისტოს უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა გერმანიამ ისინი საზღვარზე არ შეუშვა, ამის მიზეზად კი განაცხადეს ის, რომ თბილისიდან გაიგზავნა დოკუმენტაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამ ჯგუფში შემავალი პირები ტერორიზმის საქმესთან არიან კავშირში.