ერთი ძმა გადავარდნილა, მეორე საშველად გადამხტარა – მტკვარში მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, 20 წლისას ეძებენ

ერთი ძმა გადავარდნილა, მეორე საშველად გადამხტარა - მტკვარში მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, 20 წლისას ეძებენთბილისში, სამგორის რაიონში მტკვარში მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე მიმდინარეობს 20 წლის ახალგაზრდის ძებნა.

როგორც “პრაიმტაიმს” იქ მცხოვრებმა განუცხადა დაღუპულები ძმები არიან. ხუთშვილიანი ოჯახი ხელმომჭირნედ ცხოვრობს და უფროსი ძმა ციხიდან ახალი გამოსული იყო.

“ველოსიპედის ქურდობა დააბრალეს და ციხიდან ახალი გამოსული იყო. გაჭირვებული, ხუთშვილიანი ოჯახია. ერთი ძმა გადავარდნილა და მეორე საშველად გადამხტარა. ორივე დაღუპულან, გუშინ ვერცერთი იპოვეს” – განაცხადა ადგილობრივმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით, ე.წ. ზეემკას დასახლებაში სამძებრო სამუშაოები გუშინ, 15:00 საათზე დაიწყო, ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა და დღეს დილიდან განახლდა. ადგილზე 25 მაშველი და მყვინთავი ამ დრომდე მუშაობს.

პრაიმ ტაიმი