ესპანეთში 2 ქართველი და 1 სომეხი კანონიერი ქურდი დააკავეს

ესპანეთში 2 ქართველი და 1 სომეხი კანონიერი ქურდი დააკავესესპანეთის პოლიციამ ქალაქ მარბელიაში ორი ქართველი და ერთი სომეხი „კანონიერი ქურდი“ დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთის მოქალაქე ა.ს. და საქართველოს მოქალაქეები ლ.ბ. და ი.ფ.

სამივე მამაკაცი მარბელიას ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს, სადაც ისინი ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ.

პოლიციის განცხადებით, დამნაშავეების დაკავება ივნისში ჩატარებული სპეცოპერაციის გაგრძელებაა, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.