ვაკო ყაზაიშვილმა ლიდერს 2 გოლი გაუტანა – ვიდეო

ვაკო ყაზაიშვილმა ლიდერს 2 გოლი გაუტანა - ვიდეოსაქართველოს ნაკრებისა და “სან ხოსეს” ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა “დალასთან” საგარეო შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მისმა კლუბმა კი 3:1 გაიმარჯვა.
ჩვენებურმა პირველი გოლი მე-19 წუთზე გაიტანა, 88-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამაც, რომელმაც 74-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ “დალასი” დასავლეთ კონფერენციის ლიდერია, “სან ხოსეს” კი 12 მატჩი არ ჰქონდა მოგებული.
ქართველების გუნდი მორიგ მატჩს 12 აგვისტოს გასვლაზე “კოლორადოს” წინააღმდეგ გამართავს.