ვარკეთილში მოკლული გია ფეიქრიშვილის ცოლი თეა ბარსონიძე დააკავეს

ვარკეთილში მოკლული გია ფეიქრიშვილის ცოლი თეა ბარსონიძე დააკავეს8 აგვისტოს ვარკეთილში მოკლული გია ფეიქრიშვილის მეუღლე თეა ბარსონიძე პოლიციამ დააკავა – ამის შესახებ დრონი.ჯი-ს სანდო წყარომ აცნობა.

მისივე თქმით, საქმე მკვლელობის თანამონაწილეობას ეხება.

დრონი.ჯი შეეცადა ინფორმაციის შსს-სთან გადამოწმებას, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ გია ფეიქრიშვილი საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს, მისი მეგობარი კი დაჭრეს. რაც შეეხება მეუღლეს, რომელიც გიას თან ახლდა, გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ გაიტაცა, შემდეგ კი დიდუბის მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოაგდო, რის შემდეგაც თეა სტაციონარში მოათავსეს.

დრონი