ვის ეხება პრემიერის „ბოლო გაფრთხილება“ კურორტების არასათანადოდ მომზადებაზე

ვის ეხება პრემიერის „ბოლო გაფრთხილება“ კურორტების არასათანადოდ მომზადებაზეეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას,- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე შეკითხვას, თუ ვის ეხება მისი „ბოლო გაფრთხილება“ და საყვედური საქართველოს კურორტების არასათანადოდ მომზადებასთან დაკავშირებით.

„ეს ეხება ყველა ადამიანს, ვისაც თანამდებობრივად ეკუთვნის, რომ კურორტები იყოს შესაბამის დონეზე მომზადებული, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკურორტო სეზონებზე. მე არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელები და გვარები, რადგან ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის სეზონს ისევე როგორც მომავალი ზაფხულის სეზონს ხარისხობრივად უფრო მომზადებული შევხვდებით“,- აცხადებს ბახტაძე.

ბიემჯი