ზვიად კუპრავა სუსში დაიბარეს – როგორ დახარჯა ხელისუფლებამ რესტორნებში 6 თვეში 4 მილიონი

ზვიად კუპრავა სუსში დაიბარეს - როგორ დახარჯა ხელისუფლებამ რესტორნებში 6 თვეში 4 მილიონისამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

როგორც გაირკვა, სამართალდამცველები შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის თემით დაინტერესდნენ, სადაც თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი.

საქმე ეხება 4 მილიონი ლარის გაფლანგვას, რომელიც კუპრავას ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებისათვის დახარჯეს.

„სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურ დევს ამის დამადასტურებელი მასალები, თუ როგორ მიირთმევენ 4 მილიონ ლარს ხელისუფლების მაღლი თანამდებობის პირები, როგორ აქვთ დახარჯული 4 მილიონი ლარი ექვს თვეში სხვადასხვა რესტორანში და აქ სიმბოლურია, როდესაც ჭამაზე მედავებიან მე და თვითონ სწორედ ჭამისთვის აქვთ დახარჯული 4 მილიონი ლარი. როგორც ჩანს, პროკურატურამ სუს-ში გადმოაგზავნა აღნიშნული საქმის მასალები, რომელიც უკვე საქმეში დევს, ფაქტობრივად. ეს არის მოცემულობა, რომელიც სასამართლო განხილვის საგანი უნდა გახდეს,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ გამომძიებლებს ახალი ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც კონკრეტული სამინისტროების მიერ 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.
„წარვადგინე მტკიცებულება, რომ 4 მილიონი ლარი მხოლოდ სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე დაიხარჯა სხვადასხვა სამინისტროების მიერ 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული საქმის მასალები თავის მტკიცებულებებით ჩავდეთ ჩემს სისხლის სამართლის საქმეში, სადაც მე სხვისი თეფშიდან ჭამას მედავებიან. მტკიცებულების ჩადების დროს, პროკურორს ვუთხარი, თუ მე მედავებით სხვისი თეფშიდან ჭამას, გამოიძიეთ, 4 მილიონი როგორ დახარჯა ხელისუფლებამ 6 თვეშითქო. აღნიშნული საქმის მასალები პროკურატურას გადაუცია სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურისთვის, სადაც მე ვიყავი ახლა. სწორედ ამ საკითხზე ვიყავი დაბარებული, თუ რა ინფორმაციას ვფლობდი. მე მათ ვუთხარი, რომ აღნიშნული საქმის მასალები უფრო დეტალურად აქვს ლევან ხაბეიშვილს და „შეაჩერე კორუფციას“,- განაცხადა კუპრავამ.