ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-მა ვერ გადალახა

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-მა ვერ გადალახაზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-მა ვერ გადალახა. აბიტურიენტთა შორის მხოლოდ ერთმა მიიღო უმაღლესი შეფასება, 80 ქულა.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ტესტები სხვადასხვა სირთულის იყო, მესამე ვარიანტი აღმოჩნდა საშუალოზე მარტივი და მისი მინიმალური ზღვარი 24 ქულით განისაზღვრა, პირველი და მეოთხე ვარიანტის 23 ქულით და მეორე ვარიანტის, 22 ქულით.

დანარჩენი გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება და გრანტების საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ყველა გამოცდის ქულები გახდება ცნობილი.