„თბილისი მოლთან“ სატვირთო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

„თბილისი მოლთან“ სატვირთო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახათბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ სატვირთო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ავტომანქანა დაზიანდა. მსუბუქი დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა.

ნიუპოსტი