თიკო ჩხეიძე დაღუპულ შვილზე – “ტატა იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას…”

თიკო ჩხეიძე დაღუპულ შვილზე - "ტატა იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის მეუღლე, მოდელი თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეამაყება თურმე წერილებიც გეამაყება, ეგეც გეამაყება, რომ გყავს ისეთი შვილი, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და არა მარტო..
ტატაზე რა გითხრათ..ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა ის იყო ტატა რევიშვილი ის თვითონ ქმნიდა ამინდს მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად, ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა ალბათ იმიტომ, რომ მასთან ვერასდროს მოიწყენდი.. ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას…
დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის”, – წერს ჩხეიძე ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის შვილი, 9 წლის ტატა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონა დენის დარტყმის შედეგად საკუთარ სახლში დაიღუპა.

მედიამაილი