ინდონეზიაში მიწისძვრამ კუნძულ ლომბოკის დეფორმაცია გამოიწვია

ინდონეზიაში მიწისძვრამ კუნძულ ლომბოკის დეფორმაცია გამოიწვიაინდონეზიაში, 5 აგვისტოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, კუნძული ლომბოკის ჩრლიდო-აღმოსავლეთ ნაწილმა ზღვის დონიდან, საშუალოდ, 25.4 სანტიმეტრით აიწია. სწორედ აქ იყო მიწისძვრის ეპიცენტრი. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

ეპიცენტრიდან სამხრეთით, ბიძგების გავრცელების არეალში კი, მიწის ზედაპირმა, საშუალოდ 5-12 სანტიმეტრით ქვემოთ დაიწია. მეცნიერების მტკიცებით, ეს მიწისძვრით გამოწვეული ძალიან დიდი დეფორმაციაა.
ბოლო მონაცემებით, კუნძულ ლომბოკზე 5 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 347-მდე გაიზარდა. 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა, კუნძულიდან 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სულ 131 ადამიანი დაიღუპა, თუმცა სხვა ოფიციალური უწყებები გაცილებით მეტი დაღუპულის შესახებ იუწყებიან. 1500-მდე ადამიანი საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებით მოხვდა.

5 აგვისტოს 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 29 ივლისსაც მოხდა. შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვმა კი 160-ს გადააჭარბა.

იმედინიუსი