ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდაინდონეზიის, ლომბოკის კუნძულზე მომხდარი მაგნიტუდით 7,0 მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას „სინჰუა“ ინდონეზიის სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით თანახმად, მიწისძვრის შედეგად 1.353 ადამიანი დაშავდა, 353 ათასმა ადგილობრივმა საკუთარი სახლები დატოვა.

სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა 5 აგვისტოს მოხდა, რასაც 543 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

პირველი