კახა მიქაია – „ყველაზე კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი ასწლოვანი ხე იქნება“

კახა მიქაია - „ყველაზე კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი ასწლოვანი ხე იქნება“რა დაჯგუფებები შეიქმნა „ოცნებაში“, ვის და რატომ ეკაიფება ივანიშვილი, რომელ პარტიაში გადავლენ მმართველი გუნდიდან წასულები? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.

კახა მიქაია:

_ დიდი დაპირისპირებაა „ოცნებაში“.  მმართველი პარტია ნამდვილებად და მარადიულებად გაიყო. დიტო სამხარაძე ახლა გასცემს ასეთ ბრძანებას _ „ქართული ოყნების“ ჯარისკაცებო, ნამდვილებიდან მარადიულებამდე ნაბიჯით იარ“.

_ მარადიულები ვინ არიან, ან ნამდვილები?

_ აქამდე „ოცნება“ ასე იყო გაყოფილი _ ნამდვილები და მოსულები. ახლა მარადიულები გამოეყვნენ ამ ნამდვილებს. ნამდვილები და მარადიულები ერთმანეთს უკვე დედებს აგინებენ.

დიტო სამხარაძე გახლავთ მარადიულების მთავარსარდალი. მე მას დიტრიხ სამხარაძე შევარქვი. ისე, თავად ეს პიროვნება მარადიული ჯერ არ არის, მაგრამ მომხრეებთან ერთად მარადიულებისკენ მიისწრაფვის.

_ ნამდვილების და მარადიულების ვინაობას რატომ არ ასახელებთ? რამდენიმე გვარი მაინც გვითხარით.

_  ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. შედით სოციალურ ქსელებში, ჩამოუარეთ ქოცების გვერდებს და ნახავთ, რა განსხვავებაა ნამდვილებსა და მარადიულებს შორის.

„ქართული ოყნების“ ჯარისკაცები მარაზმში გადავიდნენ. ის, რაც ახლა ხდება, არის მარაზმი.

_ ეს ყველაფერი ბიძინას მეორედ მოსვლის შემდეგ დაიწყო თუ მანამდეც იყო ნიშნები?

_ პროცესი ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლის შემდეგ დაიწყო წინაპირობა მანამდეც იქნებოდა, მაგრამ პროცესი მეორედ მოსვლის შემდეგ დაიწყო.

_ რამდენიმე თვის წინ თქვენ ჩვენთან საუბარში თქვით, რომ ივანიშვილი „ოცნებას“ ეკაიფებაო. ეს ამ კაიფის შედეგია?

_რა თქმა უნდა ეკაიფება. „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ, ეს არის აშკარად კაიფი. ივანიშვილი ამათ ეკაიფება. ასეთებს უნდა ეკაიფო, მაგათზე კაიფი ალალია.

ბიძინამ შეგნებულად შემოიკრიბა ასეთი ადამიანები გარშემო, რომ ეკაიფოს. ყველაფერი იმით დასრულდება, რომ ივანიშვილი ამათ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. ის იძულებული გახდება, ასე მოიქცეს.

_ „ოცნებაში“ ისეთი ოხრები არიან, შეიძლება იქეთ მოისროლონ ბიძინა პოლიტიკურ სანაგვეზე.

_  მარადიულები და ნამდვილები კი მოისვრიდნენ ივანიშვილს პოლიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ თავად სად წავლენ? „ქართული ოყნების“ ჯარისკაცებს არავინ არ მიიღებს.

_ ბოროტი ხმები ამბობენ, რომ „ოცნება“  და „ევროპული საქართველო“ ჩაეხუტნენ და ამ პარტიაში არ მიიღებენ?

_ „ევროპულ საქართველოში“ ამათი ადგილი არ არის. გიგა ბოკერია ნამდვილებს და მარადიულებს არ ჩაეხუტება. არის ერთი პარტია, სადაც „ოყნების“ ჯარისკაცებს მიიღებენ.

_ რომელ პარტიაში?

_ ჯერ არ დავასახელებ. მერე ამაზეც იკაიფებს ივანიშვილი.

­_ ივანიშვილი მარტო მეოცნებეებს კი არა, მთელ საქართველოს ეკაიფება.

_ ასეა. ყველაზე კაიფობს. თან ისე კაიფობს, მეშინია, პოლიტიკურ კაიფში არ გაიპაროს.  და რაკი კაიფობს ეს ადამიანი, ბარემ ბოლომდე იკაიფოს და პრეზიდენტობს კანდიდატად ხე დაასახელოს.

მის პარკში ბევრი ასწლოვანი ხეა და რომელიმე მათგანი შეარჩიოს. შეიძლება ამაზე პრაიმერის ჩატარებაც. კალიგულამ თუ ცხენი შეიყვანა სენატში, ბიძინა მაგაზე რითია ნაკლები, რომ პრეზიდენტის სასახლეში ერთი ხე  შეიტანოს?!

ამით მთელი საქართველო კმაყოფილი იქნება. ხე არც ბიუჯეტის ფულს შეჭამს და პრეზიდენტის სასახლეც დამშვენდება. ივანიშვილი კი ისტორიაში შევა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა