კონსტანტინე მორგოშია – მე რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ

კონსტანტინე მორგოშია - მე რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ„ქართული მარშის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. მორგოშია გამოკითხვაზე გურამ კაშიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა თვითონ მორგოშია აცხადებს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მუქარის შემცველი არ არის.
„მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არამგონია. მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათი ათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია,“ – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.