“კუკეშის” 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები “ტორპედოს” ადანაშაულებენ

"კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები "ტორპედოს" ადანაშაულებენ9 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედო” ალბანურ “კუკეშს” უნდა დაუპირისპირდეს.

ცოტა ხნის წინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ სტამბულში საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა.

ესენია: რეჯინალდო მოზამბიკიდან, ფატჯონ მალოკუ კოსოვოდან, ვალონ ეტემი და ედის მალიქი მაკედონიიდან.

როგორც კლუბის გვერდი იუწყება, მათ უეფას დელეგატმა, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა კლუბმა დახმარება აღუთქვეს, თუმცა დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე აცნობეს, რომ ეს შეუძლებელია. “კუკეში” კი თბილისში 23:00 საათზე მოფრინავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პასუხისმგებლობას ორგანიზატორ კლუბს ანიჭებენ და აღნიშნავენ, რომ ამით ფეარ პლეის პრინციპები ირღვევა.

სპორტალი