ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერაში პაუზა აიღო

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერაში პაუზა აიღობარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერაში პაუზა აიღო და მან თხოვნით მიმართა არგენტინის საფეხბურთო ფედერაციას რომ ის რამდენიმე თვე ნაკრებში არ გამოიძახონ. ჯერჯერობით თვითონ მესის ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, ამიტომ უცნობია თუ რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება.
მესიმ ერთხელ უკვე დატოვა ნაკრები და ეს 2016 წელს მოხდა, მაგრამ მაშინ ლეომ მალე გადაიფიქრა და ნაკრებს დაუბრუნდა. საინტერესოა, ამჯერად როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენ ხანში დაუბრუნდება მესი ნაკრებს.