ლორის კარიუსი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ლორის კარიუსი კარიერას თურქეთში გააგრძელებსლივერპულის გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი სავარაუდოდ ლივერპულს დატოვებს და კარიერას თურქულ ბეშიქთაშში გააგრძელებს. ბეშიქთაში სერიოზულად არის დაინტერესებული ამ ტრანსფერით და ლივერპულიც სავარაუდოდ უარს არ იტყვის, რადგან კარიუსმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
შესაძლოა კარიუსი ბეშიქთაშში ერთწლიანი იჯარით გადავიდეს, რადგან კლოპის თქმით კარიუსს სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება. შეგახსენებთ რომ კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ლივერპულმა რომადან ალისონ ბეკერი იყიდა.