მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარესპანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ პირველ არხს მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული.
რას უკავშირდება დაკითხვაზე მისი დაბარება, ადვოკატისთვის უცნობია.
„მე ვარ შვებულებაში, არ ვიმყოფები თბილისში და სამწუხაროდ, ბატონ მალხაზს ჩემ გარეშე მოუწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლა. მიზეზი არ ვიცი, თუმცა შესაძლებელია, მოწმის სახით დაკითხვა ბოლო დროს გავრცელებულ ცრუ ვიდეოკადრებთან იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა კუბლაშვილმა.