მამუკა ახვლედიანს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს

მამუკა ახვლედიანს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურსთბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.

ახვლედიანმა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტს ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

ამასთან, მან პრერზიდენტს ღია წერილით მიმართა, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მისეული კონცეპტუალური ხედვაა აღწერილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას არ აპირებს.

რუსთავი 2