მარსელო: ”რონალდო გვაკლია, მაგრამ მაინც ძლიერები ვართ”

მარსელო: ”რონალდო გვაკლია, მაგრამ მაინც ძლიერები ვართ”მადრიდის რეალის ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ ჟირონას დამარცხების შემდეგ განაცხადა რომ რონალდო რეალისთვის დანაკლისია, მაგრამ სამეფო კლუბი კვლავინდებურად ძლიერია:
”ჟირონასთან გამოჩნდა რომ ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, ვისაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ბუნებრივია კრიშტიანო რონალდო გვაკლია, მაგრამ რეალი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არასოდეს იქნება. ჩვენ კვლავინდებურად ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ”–განაცხადა მარსელომ.
რეალმა ჟირონა სტუმრად 4:1 დაამარცხა.