მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა

მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრაიუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა და თქვა რომ იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს:
”რონალდო დიდი ფეხბურთელია და ბუნებრივია რომ ის პრივილეგიებით ისარგებლებს, მაგრამ იუვენტუსში გარანტირებული ადგილი არავისთვის არის და თუ საჭირო გახდა, რონალდო სკამზეც დაჯდება”–განაცხადა ალეგრიმ.
კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა და კიევოსთან მატჩში მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.