მერკელის ჩამოსვლისას აეროპორტში ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავეს

მერკელის ჩამოსვლისას აეროპორტში ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლისას, ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სცადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, სვანაძე არ დაემორჩილა სამთავრობო დაცვის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, არღვევდა უსაფრთხოების ზომებს, რკინის მესერზე გადახტა და აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მგზავრთა მოფრენის დარბაზში შესვლას აპირებდა.

ჟურნალისტი სამთავრობო დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და აღნიშნული პირი შემდგომი რეაგირებისთვის ეკიპაჟს გადასცეს.

საპატრულო პოლიციამ ზაზა სვანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის) დააკავა.