“მოიგებს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ექნება” – ირაკლი კობახიძე

"მოიგებს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ექნება" - ირაკლი კობახიძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახის თქმით, 8 სექტემბერს დასრულდება საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელების ვადა რის შემდეგად გადაწყდება “ქართული ოცნება” ვის დაუჭერს მხარს.

„ჩვენ შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც იქნებოდა პროცესში ხელოვნური ჩარევა. ეს ბუნებრივია, იქნებოდა არასწორი. ამიტომ ველოდებით პროცესების განვითარებას. ველოდებით 8 სექტემბერს, როდესაც კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს დაასახელებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით, თუ რა სპექტრით ჩამოყალიბდება კანდიდატები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ეს იქნება ბევრ რამეზე, თავად კანდიდატურაზეც დამოკიდებული. ვნახოთ, რა სპექტრი იქნება, რომლის მიხედვითაც არჩევანის შეჩერება მოგვიწევს. ასევე, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას, ბევრ გარემოებაზე. ჩვენი საარჩევნო მხარდაჭერა არის პლიუს-მინუს 50 პროცენტი, ეს დადასტურდა თვითმმართველობის, საპარლამენტო არჩევნებით. შესაბამისად, არის რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები, ასევე არის შანსი, რომ არჩევნები დასრულდეს მეორე ტურში. ამას არ აქვს ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს არჩევნებს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ