ნინო ჯანგირაშვილი – ”ბასიანს თუ ისევ უკანონოდ შეუვარდებიან, ისევ გამოვალ აქციაზე”

ნინო ჯანგირაშვილი - ”ბასიანს თუ ისევ უკანონოდ შეუვარდებიან, ისევ გამოვალ აქციაზე”კლუბ ბასიანის ირგვლივ ფეისბუქში ატეხილ აყალმაყალს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

”არავისთვის არასდროს არ დამიყვედრებია დაცვა და გვერდში დგომა. არც აქციაზე გასვლა. იმიტომ რომ მხოლოდ იმას ვიცავ რაც იმ მომენტში დასაცავად და მხარდასაჭერად მიმაჩნია და სულ არ ვთვლი რომ ვინც დავიცავი ვალდებულია მთელი ცხოვრება წმინდანად მეჩვენებოდეს და მორალურ კვარცხლბეკზე იდგეს. უკანა რიცხვით მხარდაჭერის რევიზია ცოტა სასაცილოა. იმის თქმა მინდა რომ ბასიანს თუ ისევ უკანონოდ შეუვარდებიან, ისევ გამოვალ აქციაზე და რატომ აყვედრით აქციაზე გასვლას, არ მესმის.”