ოთარ კაკაბაძე ხეტაფეს უნდა – მისი ფასი 1 მილიონი ევროა

ოთარ კაკაბაძე ხეტაფეს უნდა - მისი ფასი 1 მილიონი ევროაესპანური Losotros18.com ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ხიმნასტიკის” მცველის, ოთარ კაკაბაძის შეძენა, ლა ლიგის ბინადარ “ხეტაფეს” სურს.

წყარო წერს, რომ ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა, კაკაბაძე ზაფხულში ტარაგონულ კლუბში დარჩებოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და ის მადრიდული გუნდის სამიზნეა.

“ხეტაფეს” ქართველი ფეხბურთელის შესაძენად 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ახლა “ხიმნასტიკის” მთავარი საზრუნავია, ოთარის შემცვლელის ძიება დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ “ჯვაროსანთა” მცველის შესაძლო ტრანსფერზე ლა ლიგაში, რამდენიმე დღის წინ Diarimes.com-იც წერდა.

რაც შეეხება “ხეტაფეს”, კლუბი ქალაქ მადრიდში ასპარეზობს და პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში, დღეს თანაქალაქელ “რეალს” დაუპირისპირდება.

სპორტალი