ორი თვითმფრინავი ჩიკაგოში ერთმანეთს შეეჯახა

ორი თვითმფრინავი ჩიკაგოში ერთმანეთს შეეჯახაროგორც Fox News იუწყება, აშშ-ს ერთ-ერთ აეროპორტში, კერძოდ ჩიკაგოში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა და მხოლოდ თვითმფრინავები დაზიანდა.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს Airbus A 320 და Boeing 757 შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორივე თვითმფრინავს ფრთები დაუზიანდა.

შეჯახების გამო გარკვეული რეისები გადაიდო, რის გამოც რეისების განხორციელება დაგვიანდა.

metronome.ge