პრემიერმა ახალი გუბერნატორები დაასახელა

პრემიერმა ახალი გუბერნატორები დაასახელაპრემიერ მინისტრმა რეგიონების ახალი რწუმნებულები დაასახელა.

მცხეთა მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე დაინიშნა; ქვემო ქართლის – შოთა რეხვიაშვილი; სამცხე ჯავახეთის – ბესიკ ამირანაშვილი; შიდა ქართლი – გიორგი ხოჯევანიშვილი; სამეგრელო ზემო სვანეთის – ალექსანდრე მოწერელია; გურია – ზურაბ ნასარაია, ხოლო იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იქნება.

პრემიერის განცხადებით, საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორების მოადგილეების პოსტებსაც. ბახტაძის თქმით, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტს ნინო ვიბლიანი დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ჭუბერუს მერის მოადგილე იყო.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ახალ გუბერნატორებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი ქვეყანას მოახმარონ.