პუტინმა კნაისლის ქორწილში იცეკვა

პუტინმა კნაისლის ქორწილში იცეკვაავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა ქორწილში ვლადიმერ პუტინთან ერთად იცეკვა.

პუტინის საქორწინო საჩუქარი დონის კაზაკთა 10-კაციანი ანსამბლის წვეულებაზე ჩაყვანა იყო. ანსამბლმა საქორწინო ცერემონიაზე ტრადიციული ხალხური სიმღერები შეასრულა.

კარინ კნაისლი პოლიტიკურმა ოპონენტებმა ქორწილში „ევროპის საგარეო პოლიტიკის აგრესული მტერის“ მოწვევის გამო გააკრიტიკეს და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს.

კარინ კნაისლმა პუტინი თავის ქორწილში ვენაში კრემლის ლიდერის ბოლო ვიზიტისას დაპატიჟა. 53 წლის კნაისლმა ბიზნესმენ ვოლფგანგ მაილინგერზე დღეს იქორწინა.

იმედინიუსი