ჟოზე მოურინიომ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს

ჟოზე მოურინიომ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოსბრაიტონთან წაგების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და შესაძლოა მალე ჟოზე მოურინიო თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. მოურინიოს კონფლიქტი აქვს რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის პოლ პოგბასთან და მარკუს რეშფორდთან.
გარდა ამისა, ჟოზეს მანჩესტერის ხელმძღვანელობასთანაც დაეძაბა ურთიერთობა, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა არავის გაუკვირდება. მოურინიოს შესაძლო შემცვლელად ზინედინ ზიდანს ასახელებენ, თუმცა თვითონ ზიდანს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.