რა ღირს საოჯახო სასტუმროებში დასვენება საქართველოში

რა ღირს საოჯახო სასტუმროებში დასვენება საქართველოშიPMC კვლევითი ცენტრი საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ივლისში საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი ივლისში 72 ლარი იყო.

მისივე ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლსა (148 ლარი) და აჭარაში (92 ლარი) დაფიქსირდა.

ამასთან, ივლისში აჭარის საოჯახო ტიპის სასტუმროს საშუალო ფასმა ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ქვემო ქართლში, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 2017 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.
საოჯახო ტიპის სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ფასები დაფიქსირდა იმერეთსა (58 ლარი) და კახეთში (62 ლარი).

შეგახსენებთ: შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3, 4, 5 ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად.

შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა.

ანალიზი booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3, 4, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს 71%-ს (312 ობიექტი) მოიცავს.

ბიემჯი