„რიონმა დამბა გაარღვია, მოსახლეობა საშიშროების წინაშეა“ – სოფელ ჭყვიშს დატბორვა ემუქრება

„რიონმა დამბა გაარღვია, მოსახლეობა საშიშროების წინაშეა“ - სოფელ ჭყვიშს დატბორვა ემუქრებავანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ადიდებული რიონის გამო შესაძლოა მოსახლეობას პრობლემები შეექმნას. გიორგი ტაბიძე, ფეისბუქის მეშვეობით, ადგილობრივ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს მიმართავს და პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ჩემი სოფელი დიდი ხიფათის წინაშე დგას, რიონმა დამბა გაარღვია, მოსახლეობა საშიშროების წინაშეა.

წლების წინ, გალაკტიონის და ტიციანის მუზეუმების ტერიტორიას ანალოგიური საფრთხე ემუქრებოდა,მაგრამ კომუნისტების, შემდეგ გამსახურდიას და შევარდნაძის დრო ნაპირსამაგრი სამუშაოები მაღალ დონეზე შესრულდა და მუზეუმის ტერიტორია დღეს მეტნაკლებად დაცულია.

რამდენიმე წელია რიონმა კალაპოტი კვლავ შეიცვალა, ამის გამომწვევი მიზეზები როგორც ბუნებრივი ისე ხელოვნური მოვლენებია.

თავის დროზე მაჟორიტარი გიორგი ლილუაშვილი დაინტერესდა და შეწუხდა ამ თემით, თუმცა მაშინ არ იყო ასეთი სავალალო მდგომარეობა. წელს აპრილში გამართულ შუალედურ არჩევნებზე მოსახლეობის მოთხოვნით მაშინდელ კანდიდატებსაც მიმართეს. გიგი უგულავამ უშუალოდ დაათვალიერა პრობლემური ადგილები,პრობლემა მედიითაც გაშუქდა, თუმცა ხელისუფლებისგან გამოხმაურება არ ყოფილა და რიონმა კიდევ 20 მეტრით გადმოიწია.

ეს საკითხი, თითქოს იძვრება, მაგრამ მკვდარი წერტილიდან არცერთ შემთხვევაში დაძრულა, ამიტომაც თანასოფლელების თხოვნით პრობლემას საჯაროს ვხდი, თანადგომას ვთხოვთ ყველას, მათ შორის მასმედიას.

სოფლის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ზამთრისთვის რიონი სამ ადგილს დატბორავს, უარეს შემთხვევაში კი საერთოდ წალეკავს:

პირველი, სადაც უშუალოდ მოსახლეობა ცხოვრობს(მუზეუმის ქვედა ტერიტორია), მეორე, სადაც სახნავ-სათესი მიწები და საძოვრებია (ე.წ სამარჯანოების ჩათვლით),მესამე, ე.წ.ანძასთან, სადაც მდინარე სოფლის შუაში გაივლის და ორად გაყოფს.

გასაგებია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ფინანსურად არ შესწევს უნარი აღნიშნული პრობლემა გადაწყვიტოს, მაგრამ, საკითხის შესაბამის ინსტანციაში მკაცრად დაყენებაში ხელს არავინ უშლის,პირიქით,ეს მათი უშუალო მოვალეობაა.

ენის მოჩლექვით საუბრის დრო აღარაა, გადამჭრელი ზომებია მისაღები, ამიტომაც ყველა უნდა ჩაერთოს,პირველ რიგში ცენტრალური მთავრობა საქართველოს მთავრობა | Government of Georgia ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვანის ხელისუფლება,პარლამენტარები გივი ჭიჭინაძე პარლამენტის მაჟორიტარი/ Givi Chichinadze Helen Khoshtaria

გთხოვთ გააზიაროთ, საშიშროება რეალურია!!!!“ – წერს გიორგი ტაბიძე ფეისბუქის გვერდზე.

ნიუპოსტი