რობერტ ქოჩარიანს აქტივისტები შეუვარდნენ და პრესკონფერენცია ჩაუშალეს

რობერტ ქოჩარიანს აქტივისტები შეუვარდნენ და პრესკონფერენცია ჩაუშალესრობერტ ქოჩარიანს აქტივისტებმა პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. დღეს კი მედიასთან შეხვედრას გეგმავდა.

აქტივისტები დარბაზში შეიჭრნენ და ქოჩარიანის ხელახლა დაპატიმრება და უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს იმ მოსამართლისთვის, რომელმაც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა.

რობერტ ქოჩარიანი ივლისის ბოლოს, 2008 წლის მარტში განვითარებული მოვლენების გამო დააპატიმრეს. მაშინ ხელისუფლებამ ოპოზიციის აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. შეტაკებების დროს კი 8 ადამიანი დაიღუპა.

რობერტ ქოჩარიანს აქტივისტები შეუვარდნენ და პრესკონფერენცია ჩაუშალესყოფილ პრეზიდენტს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა ბრალდება.

რუსთავი 2