რუსთავში გზა ჩაინგრა

რუსთავში გზა ჩაინგრარუსთავში, მეგობრობის გამზირზე იუსტიციის სახლისა და ტექნიკის მაღაზია ,,მეტრო-მარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა.

გზის საფარის ჩანგრევის შედეგად ნახევარი მეტრის სიგანის ორმო წარმოიქმნა.

წინასწარი ინფორმაციით, გზის ჩანგრევის მიზეზი მიწისქვეშ სასმელი წყლის მილის დაზიანება გახდა. ადგილზე მობილიზებული არიან რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურისა და კომპანია ,,რუსთავის წყლის” თანამშრომლები. გზის დაზიანებული მონაკვეთის იზოლაცია საპატრულო პოლიციამ დროულად უზრუნველყო.

ინტერპრესნიუსი