რუსთავში წლინახევრის გოგონა მე-4 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა – ვიდეო

რუსთავში წლინახევრის გოგონა მე-4 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა - ვიდეორუსთავში, XXI მიკრო-რაიონში, 18 თვის გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით, გადმოვარდნის დროს ბავშვი ცოცხალი იყო, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

ბავშვის გადაყვანა თბილისის კლინიკაში გადაწყდა, თუმცა გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს”.