სააკაშვილი: პუტინი ყოველთვის თქვენობით მელაპარაკებოდა

სააკაშვილი: პუტინი ყოველთვის თქვენობით მელაპარაკებოდასაქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „Эхо Москвы“-სთან საუბრისას პუტინთან ურთიერთობის შესახებ აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ მას რუსეთის ლიდერი ყოველთვის ზრდილობიანად, თქვენობითი ფორმით მიმართავდა.
“პუტინთან პირადი, ხმამაღალი კონფლიქტი არასდროს მქონია. ყველა ის ისტორია, რომ მე მას თითქოს ვლანძღავდი, სრული სისულელეა. ჩვენ ძალიან ზრდილობიანი საუბრები გვქონდა ხოლმე და ყოველთვის თქვენობით ფორმაში. იგი ბევრთან ხმარობდა შენობით ფორმას, იგინებოდა, მაგრამ ჩემთან ყოველთვის თავშეკავებას იჩენდა ხოლმე და რაიმე სახის განსაკუთრებული უპატივცემულობა არასდროს მიგრძვნია”, – აღნიშნავს სააკაშვილი.

ipress.ge