საბერძნეთში ხანძრის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საბერძნეთში ხანძრის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდაცენტრალური საბერძნეთის გუბერნატორმა კოსტას ბაკოიანისმა კუნძულ ევიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სადაც ძლიერი ტყის ხანძარია. ამის შესახებ Express-ი წერს.

ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მანამდე სტიქიის გამო სოფლებიდან კონდოტისპოტისი და სტავროსი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი აქ გუშინ გაჩნდა.

ივლისის ბოლოს ათენთან ახლოს გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 91 ადამიანი იმსხვერპლა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 28 მათგანის ამოცნობის პროცედურა კი ჯერ დასრულებული არ არის. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს.

1 აგვისტოს საბერძნეთში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

იმედინიუსი