საბერძნეთში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს

საბერძნეთში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავესსაბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს. ის ატიკას რეგიონში ცეცხლის  ხუთი კერის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ხანძარი ატიკას რაიონში, 26-დან 31 ივლისამდე რამდენჯერმე გაჩნდა.

დაკავებული 35 წლის საბერძნეთის მოქალაქეა. გამოძიებას ჯერ არ აქვს ინფორმაცია, დაკავებული პიროვნება დაკავშირებულია თუ არა ამავე რეგიონში მდებარე ქალაქ მატიში გაჩენილ ხანძართან.

ბოლო მონაცემებით საბერძნეთში ხანძარმა სულ მცირე 91 ადამიანი იმსხვერპალა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 28 მათგანის ამოცნობის პროცედურა კი ჯერ დასრულებული არ არის. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს.

საბერძნეთში, ათენსა და კორინთს შორის მდებარე დასახლებასთან, კინეტასთან ახლოს, გერმანიის მთაზე ცეცხლი ფიჭვნარს გაუჩნდა, მოგვიანებით კი, ის დასახლებულ ადგილსაც მიუახლოვდა.

27 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. ამავე დღეს, საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს ტოსკასმა ხანძრის მიზეზად ცეცხლის განზრახ წაკიდება დაასახელა.