საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს. 1 სექტემბერს დღისით შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს. 2 – 3 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

31 აგვისტოს და 1 – 3 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ქ. თბილისში 31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1 – 3 სექტემბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.