სისხლიანი სუფრა ნინოწმინდაში – 2 მამაკაცის მკვლელობისთვის სახლის მასპინძელი დააკავეს

სისხლიანი სუფრა ნინოწმინდაში - 2 მამაკაცის მკვლელობისთვის სახლის მასპინძელი დააკავესგუშინ 10 აგვისტოს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში 2 მამაკაცი მოკლეს.

შსს-ს თანამშრომლებმა მკვლელობის ფაქტზე ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ.მ.დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც-ს ნაცნობები, თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ.

რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამხრეთის კარიბჭე