სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდახუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მან სამართალდამცველების კითხვებს უპასუხა.

მაჩალიკაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, კონკრეტული კითხვა იყო, რას გულისხმობდა 31 მაისს გაკეთებულ განცხადებაში.

„თერმილანის მკვლელობის დღიდან არის უსამართლო დევნა. კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი მაშინ ჩემს განცხადებაში. მე ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული, შვილმოკლული მამის სიტყვები. მეორე დღეს მე ეს უკვე არ მახსოვდა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 31 მაისს აქციაზე განაცხადა, რომ მას და ასეულობით ადამიანს დაგეგმილი ჰქონდათ სუსში თავის აფეთქება, თუმცა მოგვიანებით, განმარტა, რომ აღნიშნული განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.