ტარიელ ონიანს რუსეთიდან აძევებენ – ვიდეო

ტარიელ ონიანს რუსეთიდან აძევებენ - ვიდეორუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა ხელი მოაწერა ბრძანებას,, რუსეთიდან რუსული კრიმინალური სამყაროს ლიდერობის მთავარი პრეტენდენტის ტარიელ ონიანის გაძევების შესახებ. ონიანი კრიმინალურ წრეებში ცნობილია სახელით როგორც ტარო. მინისტრმა ბრძანებას ხელი 6 აგვისტოს მოაწერა, რუსულ მედიაში კი ინფორმაცია 14 აგვიტოს გავრცელდა.

ე.წ „კრიმინალურ ავტორიტეტს“ დოკუმენტი შსს-ს წარმომადგენელმა განსაკუთრებული რეჟიმის #6 კოლონიაში „შავ დელფინში“ გააცნო, რომელიც სოლ-ილეცკში მდებარეობს, სადაც ის ამჟამად 10-წლიან სასჯელს იხდის. ერთ წელზე ნაკლებ დროში ონიანმა ციხე უნდა დატოვოს და შსს-ს ხელმძღვანელის ბრძანების თანახმად ვალდებულია მყისვე დატოვოს რუსეთი. ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, სადაც ასახულია ონიანის რეაქცია კოლოკოლცევის ბრძანებაზე.