ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 2%-თაა გაზრდილი

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 2%-თაა გაზრდილისაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 2%-მდეა გაზრდილი. წინა წელთან შედარებით ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალები 309,048 ლარით გაიზარდა, რაც 1.7%-ს შეადგენს.

კომისიამ მაუწყებლების შემოსავლების 2018 წლის II კვარტლის  ანგარიში გამოაქვეყნა,  რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს.

ბიემჯი