ტრაგედია ცენტრალურ მაგისტრალზე – სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა – დაიღუპა 1, დაშავდა 12 ადამიანი

ტრაგედია ცენტრალურ მაგისტრალზე - სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - დაიღუპა 1, დაშავდა 12 ადამიანიცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან, თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულთა შორის არის 2 მცირეწლოვანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ისინი მკურნალობას მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და ჯეოჰოსპიტალში გადიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.