უსმან დემბელემ ბარსელონას სუპერთასი მოაგებინა – ვიდეო

უსმან დემბელემ ბარსელონას სუპერთასი მოაგებინა - ვიდეომაროკოს ქალაქ ტანჟერში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის სუპერთასის მატჩი, რომელშიც “ბარსელონამ” “სევილიას” 2:1 სძლია.

“ბარსამ” მეცამეტედ მოიპოვა ეს ტიტული და რეკორდსმენია. “რეალს” სუპერთასი ათჯერ აქვს მოგებული.

ლეო მესიმ “ბარსელონაში” 33-ე ტურნირი მოგო და კლუბის რეკორდსმენი გახდა. მან 9-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 6-ჯერ ესპანეთის თასი, 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ სუპერთასი და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ტანჟერი. “სტად დე ტანჟერი”.
სევილია – ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 სარაბია (9), 1:1 პიკე (42), 1:2 დემბელე (78)
გამოუყენებელი პენალტი: ბენ იედერი (90+1)

სევილია: ვაცლიკი, მერკადო (ბენ იედერი 85), გომესი, კიაერი, ესკუდერო, სარაბია (ვიდალი 71), მესა, ბანეგა, ვასკესი, ნავასი, მურიელი (ანდრე სილვა 60)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, არტური (კოუტინიო 53), რაფინია (რაკიტიჩი 46), დემბელე (ვიდალი 86), მესი, სუარესი

სპორტალი