ფაშინიანი – ”რუსეთი უნდა შეეგუოს ახალ ვითარებას სომხეთში”

ფაშინიანი - ”რუსეთი უნდა შეეგუოს ახალ ვითარებას სომხეთში”სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა შეეგუოს სომხეთში არსებულ ახალ გარემოებებს.

ეს განცხადება ფაშინიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც სომხეთის ახალ ხელისუფლებას პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნისგან თავის შეკავება ურჩია.

“ჩვენთან ახალი ვითარებაა. ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ ამ სიტუაციასთან ადაპტაცია, მატ შორის ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც და ჩვენც,” – განაცხადა ფაშინიანმა ლავროვის საპასუხოდ.

შეგახსნებთ, რომ 26 ივლისს, 2008 წლის პირველი მარტის საპროტესტო აქციის დაშლის საქმის გამო, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენა. შემდეგ დღეს იგი დააპატიმრეს. ამავე საქმეზე ბრალი თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიქაელ არუთუნიანს და დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იური ხაცატუროვსაც წაუყენეს. არუთუნიანზე სომხეთმა ძებნა გამოაცხადა, ხოლო ხაჩატუროვი გირაოთი გაათავისუფლა.

ნიუპოსტი